ინვესტორთა საბჭოს შესახებ

ინვესტორთა საბჭო არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად.

ინვესტორთა საბჭო პასუხისმგებელია, ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, მათ დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებსა და, მეორე მხრივ, კერძო სექტორს შორის კონსტრუქციული დიალოგის და აზრთა გაცვლის უზრუნველყოფაზე, რათა გაუმჯობესდეს და სტიმულირებული იქნეს ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატი.

საქართველოს მთავრობის განკარგულება

ურთიერთგაგების მემორანდუმი

რეგულაცია ინვესტორთა საბჭოს ორგანიზაციული მოწყობისა და ფუნქციონირების შესახებ

 

წევრები

მუდმივი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი - თავმჯდომარე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი

საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

ამერიკის სავაჭრო პალატა

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო

საერთაშორისო სავაჭრო პალატა

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი

არამუდმივი

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია

ბრიტანეთის საელჩო საქართველოშო

ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაცია Gurtiad

გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება(DWV)